შეფასების გამოყენებები

1. შეფასება ფინანსური ანგარიშგებისთვის
2. შეფასება სესხის (კრედიტის) უზრუნველყოფის მიზნით
3. სახელმწიფო სექტორის აქტივების შეფასება ფინანსური ანგარიშგებისათვის

 

შეფასება ფინანსური ანგარიშგებისთვის  ეხება ნებისმიერ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ აქტივთა ჯგუფების ყველანაირ შეფასებას, რომლებიც შემფასებლების კვალიფიკაციისა და სპეციალური ცოდნის გამოყენებას საჭიროებს.

შეფასება სესხის (კრედიტის) უზრუნველყოფის მიზნებისთვის ეხება ყველა სიტუაციას, როდესაც მოითხოვება ისეთი აქტივების შეფასება, რომლებიც სესხის (კრედიტის) უზრუნველყოფას წარმოადგენს, ან განზრახულია სესხის (კრედიტის) უზრუნველყოფის სახით მათი გამოყენება.

სახელმწიფო სექტორის აქტივების შეფასება ფინანსური ანგარიშგებისათვის ეხება სახელმწიფო სექტორის ყველა კატეგორიის აქტივის შეფასებას, რომელიც აისახება ნებისმიერ ფინანსურ ანგარიშგებაში და რომლის შეფასებას ახორციელებს შემფასებელი. პრინციპები, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო სექტორის აქტივების შეფასებისას, არსებითად მსგავსია სხვა აქტივების შეფასებისას გამოყენებული პრინციპების.