სტანდარტები და პრქატიკა

მიზნები:
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (შსს) შემუშავებას სამი ძირითადი მიზანი გააჩნია:
▪ქვეყნებს შორის გარიგებებისა და ქონების საერთაშორისო ბაზრების მდგრადობის ხელშეწყობა ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობისა და ისეთი შეფასებების საიმედოობის უზრუნველყოფით, რომლებიც გამოიყენება სესხებისა და იპოთეკის (გირაოს) უზრუნველყოფისთვის, საკუთრების გადაცემის გარიგებების, სასამართლო დავებისა და საგადასახადო მიზნებისათვის.
▪შეასრულოს პროფესიული ორიენტირის ფუნქცია მთელი მსოფლიოს შემფასებლებისათვის და ამით მისცეს მათ ქონების საიმედო შეფასებაზე ქონების საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნაზე რეაგირების საშუალება, რათა დაკმაყოფილდეს მსოფლიოს საქმიანი წრეების მოთხოვნილებები ფინანსურ ანარიშგებაზე.
▪უზრუნველყოს შეფასებისა და ფინანსური ანგარიშგების ისეთი სტანდარტები, რომლებიც აკმაყოფილებს განვითარებადი და ახალი ინდუსტრიული ქვეყნების მოთხოვნებს.

 

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების სტრუქტურა
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო აღიარებს პროფესიონალური შეფასების პროცედურების სირთულეს,ქონების მრავალფეროვნებას, სირთულეებს, რომლებსაც შეიძლება წააწყდნენ სხვა დისციპლინის წარმომადგენლები საშემფასებლო საქმიანობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ტერმინოლოგიის გამოყენებასა და თარგმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს და საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი შეფასების დიდ საჭიროებას საზოგადოებისათვის. შესაბამისად, მოცემული სტანდარტების შინაარსი და ფორმატი შემუშავებულია აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით. სტანდარტების სტრუქტურის გაგება მნიშვნელოვანია მათი გამოყენებისათვის. სტანდარტებს შემდეგი სტრუქტურა გააჩნია:
▪შესავალი.  შესავალში მოცემულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების წარმოშობის, შეფასებისა და სტანდარტების ზოგადი კონტექსტის მიმოხილვა. ახსნილია სტანდარტების სტრუქტურა და განხილულია მათი გამოყენება.
▪საყოველთაოდ აღიარებული შეფასების პრინციპების კონცეპტუალური საფუძვლები.  მისი მიზანია კომენტარების წარმოდგენა ძირითად სამართლებრივ, ეკონომიკურ და კონცეპტუალურ საფუძვლებზე, რასაც ეფუძნება შეფასების დისციპლინა და მისი სტანდარტები.
▪ქცევის(ეთიკის) კოდექსი.  ქცევის კოდექსი ეხება პროფესიული პრაქტიკისას შემფასებლის წინაშე მდგარ ეთიკურ და კომპეტენციის მოთხოვნებს, რომელიც უზრუნველყოფს შეფასების შედეგების საიმედოობას, ერთგვაროვნებას და მიუკერძოებლობას.
▪ქონების ტიპები.  უძრავ ქონებას განასხვავებენ მოძრავი ქონებისგან, სამეურნეო სუბიექტების (ბიზნესისგან) და ფინანსური ინტერესებისგან. სტანდარტებში განხილულია აღნიშნული ოთხი ტიპის ქონება და მათ შორის განსხვავებები.
▪სტანდარტების შესავალი.  შესავალ ნაწილში განხილულია საბაზრო ღირებულება როგორც შეფასების საფუძველი და საბაზრო ღირებულებისაგან განსხვავებული საფუძვლები, აგრეთვე შეფასების შესახებ ინფორმაციის ნათლად და გასაგებად მიწოდების მნიშვნელობა.
▪სახელმძღვანელოები.  სახელმძღვანელოები იძლევა მითითებებს შეფასების სპეციფიკურ საკითხებზე და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული სტანდარტები სპეციფიკური ბიზნესისა და მომსახურების შემთხვევაში.

 

შეფასების მეთოდები
გაყიდვების შედარების მიდგომა Sales Comparison Approach
შეფასების ერთ-ერთი შედარებითი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ანალოგიური ან შემცვლელი ქონების გაყიდვებს და მასთან დაკავშირებულ საბაზრო მონაცემებს, ხოლო ღირებულების დადგენა ხდება შედარების პროცესით. საზოგადოდ, შესაფასებელი ქონება უდარდება ბაზარზე ანალოგიური ქონების ბოლოდროინდელ გაყიდვებს. შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციაც
შემოსავლის კაპიტალიზაციის მიდგომა Income Capitalization Approach.
ამ შედარებითი მიდგომით ხდება შესაფასებელ ქონებასთან დაკავშირებული შემოსავლისა და დანახარჯების შესახებ მონაცემების განხილვა გათვალისწინება და ღირებულების დადგენა კაპიტალიზაციის პროცესის მეშვეობით. კაპიტალიზაცია ერთმანეთთან აკავშირებს შემოსავალსა და გარკვეული ღირებულების ტიპს, შემოსავლის თანხის გარდაქმნით ღირებულების გაანგარიშებით სიდიდედ. ამ პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირდაპირი თანაფარდობა, უკუგების ან დისკონტირების განაკვეთები, ან ორივე ერთად. საზოგადოდ, ჩანაცვლების პრინციპის მიხედვით, ღირებულების ყველაზე უფრო სავარაუდო მაჩვენებელს წარმოადგენს შემოსავლის ნაკადი, რომელიც მოცემული დონის რისკის პირობებში მაქსიმალურ უკუგებას იძლევა.
დანახარჯების მეთოდი (მიდგომა) Cost Approach
შეფასების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ფართოდ გამოიყენება საბაზრო ღირებულების დასადგენად და შეფასებასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ სიტუაციაში. დანახარჯების მეთოდი ითვალისწინებს შემცვლელის, სხვა ქონების შექმნას მოცემული ქონების ყიდვის სანაცვლოდ, რომელიც ორიგინალის ეკვივალენტური იქნება, ან ისეთი ქონების შექმნას, რომელსაც ანალოგიური სარგებლიანობა ექნება.

Click edit button to change this text.