შეფასების საერთაშორისო სტანდარტები

შემფასებლის სამუშაოსთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც შეფასების შედეგების ნათლად, გასაგებად წარმოდგენა, ასევე იმის გაგება, როგორ იქნა მიღებული ეს შედეგი. სათანადოდ მომზადებული შეფასების ანგარიში ამ ფუნქციებს ასრულებს. სწორედ ამიტომ, შეფასების საერთაშორისო სტანდარტები(შსს) ორიენტირებულია შეფასების შემდეგ ფუნდამენტურ ასპექტებზე:

1. შეფასების საფუძველი საბაზრო ღირებულება
2. შეფასების სხვა საფუძვლები, საბაზრო ღირებულების გარდა
3. შეფასების ანგარიში

შეფასების საფუძველი საბაზრო ღირებულება
სტანდარტების მიზანია საბაზრო ღირებულების ზოგადი განმარტების ფორმულირება. სტანდარტებში ასევე ახსნილია ამ განმარტებასთან და ქონების შეფასებაში მის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგადი კრიტერიუმები.

შეფასების სხვა საფუძვლები, საბაზრო ღირებულების გარდა
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიზანია განსაზღვროს, ახსნას და საბაზრო ღირებულებისგან გამიჯნოს შეფასების სხვა საფუძვლები და დაამკვიდროს მათი გამოყენების სტანდარტები.
სტანდარტებში განსაზღვრული და განხილულია საბაზრო ღირებულების გარდა შეფასების სხვა საფუძვლების გამოყენება შეფასების ყველა შემთხვევისათვის.

შეფასების ანგარიში
შეფასების ანგარიშის, როგორც შეფასების პროცესის ბოლო საფეხურის, გადამწყვეტი მნიშვნელობა გამოიხატება ღირებულების შესახებ გამოტანილი დასკვნის, შეფასების საფუძვლის, შეფასების მიზნისა და შეფასებისთვის გამოყენებული დაშვებებისა თუ შემზღუდველი პირობების წარმოდგენაში.
სტანდარტების მიზანია საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის შესაბამისი საანგარიშგებო მოთხოვნების განხილვა და შეფასების ანგარიშში გასათვალისწინებელი აუცილებელი ელემენტების განსაზღვრა.