IVSC-ს ნებართვით, “სქშეი”-ს მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მეცხრე რედაქცია (IVS 2011), რომელიც ძალაშია 2012 წლიდან.

წინა, მერვე გამოცემასთან შედარებით, მეცხრე გამოცემაში გადასინჯული სტანდარტების სტილსა და ფორმატში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესული. კერძოდ: ახალ სტანდარტებში შეფასების მიდგომები და მეთოდები განმარტებული და ახსნილია შედარებით ზოგადად, დეტალურად არ არის განხილული მათი პრაქტიკული გამოყენების საკითხები; ამოღებულია ეთიკის კოდექსი; შსს 1 შეფასების საფუძველი საბაზრო ღირებულებადა შსს 2 შეფასების სხვა საფუძველი, საბაზრო ღირებულების გარდა – გაერთიანებულია შსს-ების სტრუქტურულ საფუძვლებთან; ცალკეული გამოყენებები და სახელმძღვანელოები ჩართულია/გაერთიანებულია სტანდარტებში, ხოლო ზოგიერთი დანართის სახით ერთვის სტანდარტებს; ძველი სახელმძღვანელოების ნაწილი გადასინჯულია და ახალი რედაქციითაა წარმოდგენილი, ხოლო ზოგიერთს არა აქვს ეკვივალენტი ახალ სტანდარტებში.

სტანდარტების შეძენა შესაძლებელია” სქშეი”-ში. დაინტერესების შემთხვევაში