Loading...

2017 წლის შფასების საერთაშორისო სტანდარტები (IVS2017) ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია

„სქშეი“-მ დაასრულა 2017 წლის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS2017) ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის პროცესი.
დაინტერესებულ პირებს ახალი სტანდარტები შეუძლიათ შეიძინონ საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტში („სქშეი“).

2017 წლის განახლებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტები ქართულ ენაზე

“სქშეი” გეგმავს მიმდინარე წელს გამოსცეს 2017 წლის განახლებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ქართული ვერსია.
საქართველში “სქშეი” ხელს უწყობს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების გავრცელებას ქართულ ენაზე და საქართველოს ბიზნესის ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარზე.

2017 წლის განახლებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული ვერსია

2017 წლის განახლებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია “სქშეი”-ს ყველა წევრისათვის.
დოკუმეტის ელექტრონული ასლის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით.

შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნით

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო რომელიც გამიზნულია შემფასებელთა ინფორმირებისათვის აუდიტორული პროცედურების შესახებ.
შემფასებლები უნდა ერკვეოდნენ და იცოდნენ მათ მიერ გაწეული მომსახურების მენეჯმენტის მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესაძლებლობის თაობაზე, რათა აუდიტორებმა მიიღონ სწორი და ადეკვატური ინფორმაცია ღირებულების შესახებ.
ეს სახელმძღვანელო შედეგია ფართო და ყოვლისმომცველ კონსულტაციებისა პროფესიულ ორგანიზაციებთან, შემფასებლებთან, ფინანსური ანგარიშგების შემდგენელებთან და აუდიტორებთან. სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ყოველწლიური ანგარიში

ხელმისაწვდომია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ყოველწლიური 2015-2016 წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს საქმიანობის მიმოხილვასა და აუდირებულ ფინანსურ უწყისებს, ასევე მომავალ გეგმებს.

დერივატების შეფასების პროექტი

პირველი ტექნიკური საინფორმაციო დოკუმენტები დერივატების შეფასებაზე გამოიცა 1 ივლისს. იგი მოიცავს ძირეულ ინფორმაციას დერივატების ინსტრუმენტებზე და მათი გამოყენების მეთოდებზე. აგრეთვე დოკემენტებში განხილულია ის საკითხები რომლებსაც ეფუძნება ეს შეფასებები.
პროექტი განხორციელდა დირექტორთა საბჭოს წევრ – ანა კასტენედას მიერ, რომლის განცხადებით ეს დოკუმენტი გააუმჯობესებს შეფასებაში ჩართულ ინსტრუმენტებისა და პროცესებს გაგებას.
ანა კასტენედა განმარტავს: ყველა კომპანია, რომელიც იყენებს დერივატების ფინანსურ ინსტრუმენტს, საჭიროებს მის შეფასებას.
მაშინ როდესაც ტრილიონობით დოლარის დერივატების ხელშეკრულება ფორმდება, ძალზე მწირია მათი (დერივატების) შეფასების საფუძვლების ცოდნა.
ჩვენი პროექტის მიზანია აღიწეროს ძირითადად მიღებული პრაქტიკა და მიანიჭოს უფრო მეტი გამჭვირვალობა ამ პროცესს.
პროექტის გეგმა შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან .

ხშირად დასმული შეკითხვები

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ონლაინ ვერსიას დაემატა ხშირად დასმული შეკითხვების ახალი განყოფილება
ხშირად დასმული შეკითხვები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც აქვს დაშვება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ონლაინ პროდუქტებზე.
თუ თქვენ არ წარმოადგენთ ამგვარ პირს, შეგიძლიათ გაწევრიანება წლიურ 75 ფუნტად, რაც მოგცემთ საშუალებას გქონდეთ უწყვეტი წვდომა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საჭირო ინფორმაციასთან.

2013 წლის განახლებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული ვერსია

უკვე ხელმისაწვდომია 2013 წლის განახლებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული ვერსია
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების 2013 წლის განახლებული ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია IVSC ვებგვერდზე.
განახლებული სტანდარტები ძალაშია 2014 წლის 1 იანვრიდან.
ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ www.ivsc.org, სადაც თქვენ ასევე ნახავთ დამატებით მასალებს.

ლონდონი სიტი მხარს უჭერს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს 5 წლიანი პროგრამის განხორციელებაში

ლონდონის კორპორაცია ხელს შეუწყობს შეფასების სართაშორისო სტანდარტების საბჭოს დამკვიდრებას ლონდონში.
მარკ ბელიტი, ლონდონის პოლიტიკისა და კვლევის კომიტეტის ხელმძღვანელი, აღნიშნავს:
ლონდონი მოხარულია მხარი დაუჭიროს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სათაო ოფისის დაარსებაში Square Mile. ფინანსური ინოვაციები გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რომ დარჩეს მსოფლიოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად.
სერ დევიდ ტვიდი, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ხელმძღვანელი, აცხადებს:
ლონდონის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსადმი გაწეული ფინანსური მხარდაჭერა დაეხმარა ლონდონს, როგორც გლობალურ ცენტრს საბუღალტრო სტანდარტების დამკვიდრებაში. მაშინ როდესაც შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო გააცნობს თავის ამბიციურ გეგმას შეფასების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებასა და დამკვიდრებაში, მოველით რომ იგივე მოხდება შემფასების პროფესიასთან დაკავშირებითაც.
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო მადლიერია ქალაქის კორპორაციისადმი მის მიერ განხორციელებული მხარდაჭერისათვის, ორგანიზაციის განვითარების ამ გადამწყვეტ ეტაპზე.

ახალი ტექნიკური მენეჯერი IVSC-ში

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო მოხარულია განაცხადის ახალი ტექნიკური მენეჯერის – შონ ტომსონის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
მას აქვს ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, მუშაობდა ბლუმბერგსა და გეოცპარტნერს-ში. შონის გამოცდილება და ცოდნა კარგი შენაძენია ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფისათვის.

კონფერენცია ლონდონში

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ინფორმაციით, 2013 წლის მაისში ლონდონში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან 150-მდე დელეგატი დაესწრება. საერთაშორისო კონფერენციის თემა იქნება: ფინანსური ინსტრუმენტების შეფასება.
კონფერენციაზე მოხსენებას გააკეთებს 45-მდე ექსპერტი, მათ შორის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს წევრი პოლ ჰაუქსი.

მოსალოდნელი ცვლილებები შეფასების საერთაშორისო სტანდარტებში

IVSC-მ 2012 წლის ივნისში გააკეთა განაცხადი შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოქმედი ვერსიის გადახედვის შესაძლებლობის შესახებ. უკვე ოქტომბერში შეხვედრისას დაიგეგმა ცვლილებების პაკეტი.
ცვლილებების პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
აღნიშნული ცვლილებები საჯარო განხილვისა და დამტკიცების შემდეგ 2014 წლის 01 იანვრიდან შევა ძალაში.
P.S IVSC-ს ყოველწლიური შეხვედრა 2013 წლის ნოემბერში გაიმართება ტოკიოში.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო საინვესტიციო ქონების შეფასების შესახებ

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ გამოსცა საკონსულტაციო დოკუმენტი საინვესტიციო ქონების შეფასების დახვეწის საჭიროების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელია საიმონ ლენდი, საბჭოს წევრი და Colliers International-ს აღმასრულებელი დირექტორი ტაილანდიდან. საიმონი თვლის, რომ უცხოური ინვესტიციების გააქტიურება სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში, ქმნის დამატებით რისკებს, რაც დაკავშირებულია შეფასების არასაიმედო პრაქტიკასთან.
პროექტის მიზანია საინვესტიციო ქონების შეფასების ერთიანი მიდგომისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო მასშტაბით.

სპეციალიზებული საზოგადოებრივი მომსახურების აქტივების შეფასების საუკეთესო პრაქტიკა

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი სექტორის აქტივების შეფასების სახელმძღვანელოს პროექტი. პროექტი მოიცავს შენობებს, ნაგებობებს, მიწას რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო, კომუნალური, სოციალური და ასევე კულტურული და რეკრეაციული საჭიროებისათვის.
პროექტი იხილეთ ვებ გვერდზე.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს შეხვედრა მილანში

შეხვედრას დაესწრო თითქმის 100 დელეგატი. შეხვედრაზე პრეზენტაცია გამართა სერ დევიდ ტვიდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (რომელიც აღირებულია და გამოიყენება მსოფლიოს 120 ქვეყანაში) მსგავსად, შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს აქვს ფართო აღაირებისდ დიდი პოტენციალი.
მილანში საბჭოს შემოუერთდნენ ახალი წევრები:

პროფესიული ორგანიზაციების სტატუსით
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სერტიფიცირებულ შემფასებელთა ასოციაცია.
ხორვატიელ შემფასებელთა ასოციაცია
პროფესიონალ აუქციონერთა და შემფასებელთა ინსტიტუტი, ირლანდია.
ნამიბიის შემფასებელთა ინსტიტუტი

ინსტიტუციონალური წევრების სტატუსით
აბუ დაბის მუნიციპალიტეტი, უძრავი ქონების რეგისტრაციის განყოფილება
პროფესიონალ შემფასებელთა პალატა, ბუგლარეთი
ინგლისისა და უელსის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტი
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
ბიზნესისა და ინტელექტუალური საკუთრების შემფასებელთა უკრაინული ფედერაცია

სერ დევიდ ტვიდმა თავის გამოსვლაში მოუწოდა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ყველა წევრს აქტიურად დაუჭირონ მხარი შეფასების საერთაშორისო სტანდარტების გავრცელებას.

განახლდა IFAC-სა და IVSC-ს შორის 2009 წელს ხელმოწერილი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციისა(IFAC) და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს შორის 2009 წელს ხელმოწერილი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ განახლდა.
მემორანდუმი ასახავს IFAC-სა და IVSC-ს ერთობლივ შეხედულებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სტანდარტების გამჭირვალობას დიდი წვლილი შეაქვს კაპიტალის ბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებასა და ეკონომიკურ ზრდაში.
მემორანდუმი:
1.აყალიბებს მიდგომას (პროცესს), რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს შემფასებლებსა და აუდიტორებს ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების უკეთ გაგებასა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაში
2.დაეხმარება ორივე ორგანიზაციას თავისი მიზნის მიღწევაში – უზრუნველყოს საქმიანი ანგარიშგების საიმედოობა სახელმწიფო და კერძო სექტორში.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ახალი ხელმძღვანელი

სერ დევიდ ტვიდი უხელმძღვანელებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ განაცხადა სერ დევიდ ტვიდის არჩევის შესახებ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ხელმძღვანელად, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება 2012 წლის 29 ოქტომბერს.
როგორც დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, სერ დევიდი პასუხისმგებელი იქნება შეფასების საერთაშორისო საბჭოს სტრატეგიულ მიმართულებებზე. ორგანიზაციის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების აღიარება და ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემფასებლის პროფესიის განვითარებას.

სერ დევიდი გახლდათ გაერთიანებული სამეფოს აღრიცხვის სტანდარტების საბჭოს და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარების საბჭოს ხელმძღვანელი.
სერ დევიდი მართვდა გაერთიანებულ სამეფოსა და გლობალური აღრიცხვის სტანდარტების ცვლილებების ხანგრძლივ პროცესს.
მისი გამოცდილება მეტად ღირებულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსათვის.

შსსს-ს ოფიციალური ტექნიკური საინფორმაციო დოკუმენტები უკვე ხელმისაწვდომია.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების პირველი ორი ოფიციალური ტექნიკური საინფორმაციო დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია.
აღნიშნული დოკუმენტების მიზანია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციისა და რჩევის მიცემა.
ზემოთხსენებული ორი ტექნიკური სახელმძღვანელო მოიცავს არამატერიალური აქტივების დანახარჯების მიდგომას და არამატერიალური აქტივების შეფასებას. ორივეს შეძენა შესაძლებელია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ვებგვერდიდან( www.ivsc.org). თითოეულის ფასია 15 ფუნტი, ამას დაემატება ტრანსპორტირების ხარჯი.
ტექნიკური სახელმძღვანელო დისკონტირებული ფულადი ნაკადები ხელმისაწვდომი იქნება ივლისის შუა პერიოდში.
ხელმისაწვდომია ასევე ახლახალნს დაბეჭდილი პროფესიონალ შემფასებელთა ეთიკის კოდექსი, რომლის შეძენაც შესაძლებელია ვებგვერდიდან 10 ფუნტად.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს ახალი ვებ-გვერდი
შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, ახალი დიზაინით და არქიტექტურით. მას ასევე აქვს უკეთესი ფუნქციონალურობა და ინტერაქტიულობა, ძებნის განვითარებული ფუნქცია.

ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების ტექნიკის დახვეწა და სრულყოფა

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ წამოიწყო პროექტი, რომლის მიზანია ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების ტექნიკის დახვეწა და სრულყოფა.
ფინანსური ინსტიტუტების საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების შეფასება მუდმივად წარმოადგენს ფინანსური მარეგულირებლების განხილვის საგანს. აქედან გამომდინარე, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიზანია უზრუნველყოს ყველა დაინტერესებულ მახრისათვის შეფასების გამჭვირვალობა.
პროექტს ხელმძღვანელობს ანა კასტანედა, – შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს წევრი და ვალორა კონსალტინგი-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

ახალი წევრი – იტალიის პროფესიული ორგანიზაცია OIV

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო და მისი ხელმძღვანელი მიესალმება იტალიის პროფესიული ორგანიზაციის – OIV-ს გაწევრიანებას შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში.
OIVდაარსდა 2011 წლის ნოემბერში, სამი ძირითადი მიზნით:
შეფასების ეროვნული სტანდარტების შემუშავება და სრულყოფა – ფინანსურ ინსტრუმენტებთან და მატერიალურ აქტივებთან დაკავშირებით;
შეფასებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დებატებში მონაწილეობის მიღება;
იტალიელი კანონმდებლებისთვის მხარდაჭერა.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტები ქათულ ენაზეც ითარგმნება

საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტმა 2011 წელს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსაგან მიიღო ნებართვა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი მეცხრე რედაქციის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემისათვის.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტები ქართულ ენაზე

IVSC-ს ნებართვით, სქშეი-ს მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მეცხრე რედაქცია (IVS 2011) რომელიც ძალაშია 2012 წლიდან.
სტანდარტების შეძენა შესაძლებელია სქშეი-ში. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი გამოცემა

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ გამოსცა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი მეცხრე გამოცემა, რომელიც ძალაში შევა 2012 წლის იანვრიდან.
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ახალი ინგლისურენოვანი გამოცემა შეგიძლიათ შეუკვეთოთ და შეიძინოთ IVSC-ს ვებ-გვერდის საშუალებით.

პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო პროგრამა საქართველოში.

2011 წლის 16 მაისიდან, “საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი” აცხადებს/იწყებს “მოძრავი ქონების” და “არამატერიალური აქტივების” შემფასებელთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო პროგრამას.

ფრანგ შემფასებელ ექსპერტთა ფედერაცია

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო მიესალმება ფრანგ შემფასებელ ექსპერტთა ფედერაციის დაარსებას

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოში

საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ 2010 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო რეგისტრაციაში გაატარა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის შემუშავებული და სქშეი-ს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მე-8 გამოცემა ( IVS2007). აღნიშნულით შეფასების სტანდარტებმა საქართველოში სამართლებრივი სტატუსი შეიძინა.