დებულება საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის (“სქშეი”) წევრობის შესახებ

 

1. “სქშეი”-ს წევრად მიღების პროცედურა.
1.1. “სქშეი”-ს წევრები შეიძლება იყვნენ:
1.1.1. ფიზიკური პირები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სერტიფიცირების პროგრამა და ფლობენ შემფასებლის სერტიფიკატს. (საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები);
1.1.2. იურიდიული პირები(კომპანიები), რომლებიც საქმიანობენ საშემფასებლო სფეროში, იზიარებენ და მხარს უჭერენ “სქშეი”-ს მიზნებს და ამოცანებს და ფლობენ “სქშეი”-ს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატს.
1.2. სერტიფიცირებული ფიზიკური პირები, რომელთაც სურთ გახდნენ “სქშეი”-ს წევრები, “სქშეი”-ს გამგეობის სახელზე წარადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:
1.2.1. წერილობით განცხადებას და დადგენილი ნიმუშის ანკეტას, რომელშიც მიეთითება მონაცემები საშემფასებლო საქმეში პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული მომზადების შესახებ, რომელიც დადგენილია “სქშეი”-ს გამგეობის მიერ;
1.2.2. დოკუმენტის ასლი (სერთიფიკატი და ა.შ.) საშემფასებლო საქმეში პროფესიული განათლების მიღების შესახებ;
1.2.3. 2 ფოტოსურათი (3X4);
1.2.4. საწევრო შენატანების (გაწევრიანების და წლიური საწევრო გადასახადის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. საწევროების ოდენობა დგინდება “სქშეი”-ს გამგეობის მიერ.
1.3. იურიდიული პირები “სქშეი”-ს გამგეობის სახელზე წარადგენენ:
1.3.1. ხელმძღვანელი ორგანოს წერილობით გადაწყვეტილებას “სქშეი”-ს წევრად გახდომის სურვილის შესახებ, შესაბამისობის სერტიფიკატის ასლს, აგრეთვე ინფორმაციას რეგისტრაციისა და ადგილსამყოფელის, საბანკო და სხვა რეკვიზიტების თაობაზე;
1.3.2. საწევრო შენატანების (გაწევრიანების და წლიური საწევროს გადასახადის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის ოდენობა დგინდება “სქშეი”-ს გამგეობის მიერ.
1.4. გადაწყვეტილებას “სქშეი”-ში გაწევრიანების თაობაზე იღებს “სქშეი”-ს გამგეობის თავმჯდომარე ერთპიროვნულად ფიზიკური პირებისთვის და “სქშეი”-ს გამგეობა იურიდიული პირებისათვის, ხმების უბრალო უმრავლესობით.
1.5. უარი გაწევრიანებაზე შეიძლება ეთქვას მსურველებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს “სქშეი”-ს გამგეობის მიერ დადგენილი გაწევრიანების კრიტერიუმებს (პუნქტი 1.2 და 1.3).1.6. გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში “სქშეი”-ს გამგეობა ახალ წევრებზე გასცემს დადგენილი ფორმის წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტს და შეიტანს მის მონაცემებს “სქშეი”-ს რეესტრში.

 

2. “სქშეი”-ს წევრის უფლებები და ვალდებულებები
2.1. “სქშეი”-ს წევრებს გააჩნიათ შემდეგი უფლებები:
2.1.1. მონაწილეობა მიიღონ “სქშეი”-ს მართვაში (აირჩიონ და არჩეულ იქნან ხელმძღვანელ ორგანოებში);
2.1.2. მოითხოვონ და მიიღონ ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მიიღება “სქშეი”-ს ხელმძღვანელი ორგანოების მიერ;
2.1.3. ისარგებლონ “სქშეი”-ს მხარდაჭერით პროფესიული საკითხების გადაწყვეტისას;
2.1.4. გამოაქვეყნონ მასალები პროფესიულ საქმიანობაზე “სქშეი”-ს პერიოდულ გამოცემებში;
2.1.5. მიიღონ “სქშეი”-სგან საექსპერტო და საკონსულტაციო დახმარება;
2.1.6. მონაწილეობა მიიღონ “სქშეი”-ს პროექტებში;
2.1.7. აიმაღლონ პროფესიული ცოდნის დონე დადგენილი შეღავათის გამოყენებით “სქშეი”-ს პროგრამის მიხედვით, “სქშეი”-ს სასწავლო ცენტრებში.
2.1.8. მიიღონ საკვალიფიკაციო წოდება;
2.1.9. ფასდაკლებით შეიძინონ “სქშეი”-ს გამოცემები და სპეციალური ლიტერატურა;
2.1.10. თავისუფლად გავიდნენ “სქშეი”-დან.2.2. “სქშეი”-ს წევრები ვალდებულნი არიან:
2.2.1. დაიცვან “სქშეი”-ს წესდება;
2.2.2. დაიცვან “სქშეი”-ს პროფესიული ქცევის კოდექსი;
2.2.3. პროფესიული საქმიანობისას არ დაარღვიონ “სქშეი”-ს მიერ აღიარებული სტანდარტები;
2.2.4. თავისდროულად გადაიხადონ საწევრო გადასახადები;
2.2.5. პასუხი აგონ “სქშეი”-ს წესდების, ქცევის კოდექსის, “სქშეი”-ს მიერ აღიარებული შეფასების სტანდარტების დარღვევისათვის;
“სქშეი”-ს წევრები ვალდებულნი არიან მათი საანკეტო მონაცემების ცვლილებისას 10 დღის ვადაში აცნობონ ამის შესახებ “სქშეი”-ს გამგეობას.

 

3. “სქშეი”-დან გამოსვლა (გარიცხვა)
3.1. “სქშეი”-ს წევრობა შეიძლება შეწყდეს:
3.1.1. “სქშეი”-დან ნებაყოფლობითი გასვლის გზით;
3.1.2. “სქშეი”-ს წესდების, ქცევის კოდექსის, “სქშეი”-ს მიერ აღიარებული შეფასების სტანდარტების დარღვევის მიზეზით;
3.1.3. “სქშეი”-ს ინტერესებისათვის ზიანის მიყენების მიზეზით.
3.2. “სქშეი”-ს წევრობიდან გარიცხვის შესახებ მოტივირებულ გადაწყვეტილებას იღებს “სქშეი”-ს გამგეობა გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ით. “სქშეი”-ს წევრობიდან გარიცხვა გარიცხულმა წევრმა შეიძლება გაასაჩივროს “სქშეი”-ს საერთო კრებაზე, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.
3.3. წევრს, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობა “სქშეი”-თან, გადახდილი საწევრო გადასახადები უკან აღარ დაუბრუნდება.