სწავლება და სერტიფიცირება

პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების საერთაშორისო პროგრამა ქონების შეფასებაშ
საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი (“სქშეი”) ახორციელებს ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების შემდეგ საერთაშორისო პროგრამებს:
▪უძრავი ქონების შეფასება;
▪მოძრავი ქონების შეფასება;
▪არამატერიალური აქტივების შეფასება;
▪ბიზნესის(სამეწარმეო სუბიექტის), ფასიანი ქაღალდების პაკეტის შეფასება;


შემფასებელთა მომზადება და სერტიფიცირება

მომზადება (სწავლება)
ქონების შემფასებელთა მოსამზადებელი პროგრამები შემუშავებულია შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ფუნდამენტური კონცეფციებისა და შეფასების ტექნიკის საფუძველზე, და სრულად პასუხობს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ აღიარებულ მოთხოვნებს შემფასებელთა მოსამზადებელი პროგრამების, პრეტენდენტთა პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ.
მოსამზადებელი პროგრამები ითვალისწინებს ქონების შეფასების საკითხების თეორიულ დაუფლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც სერტიფიცირების წარმატებით გავლისა და შემფასებლის სტატუსის მოპოვების საფუძველია.
პროგრამებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებსაც იმავდროულად გააჩნიათ პედაგოგიური საქმიანობის არა ერთი წლის გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მომზადების ეტაპი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სიტუაციურ ანალიზს და სავარჯიშოებს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საშემფასებლო და აუდიტორული საქმიანობის მიმდევარ, საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებს, აგრეთვე ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს სურვილი დაეფლოს შემფასებლის პროფესიას.
მოსამზადებელი (სწავლების) პროგრამის საფასური შეადგენს 1000 ლარს გადასახადების ჩათვლით.

 

სერტიფიცირება:

სერტიფიცირების მიზანია კანდიდატთა კვალიფიკაციის შემოწმება და დადასტურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატის გაცემით. სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის (ISO/IEK 17024:2006) მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული დებულების საფუძველზე, რომელიც წარედგინა ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC?ს).
სერტიფიცირება წარმოებს ორ ეტაპად და მოიცავს ტესტირებისა (ტესტური გამოცდის ჩაბარების) და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს.
სერტიფიცირების საფასური შეადგენს 200 ლარს გადასახადების ჩათვლით.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:

თითოეულ პროგრამაზე სწავლება გრძელდება 3 თვე. ლექციები ჩატარდება კვირაში სამი დღე, ქალაქის ცენტრში (საბურთალოზე), საღამოს საათებში (18:00სთ).

დაინტერესებულმა პირებმა პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა შეავსონ განაცხადი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად წარმოადგინონ საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტში მისამართზე:

თბილისი, დ.გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) ქ. #19, მე-5 სართული.
ტელ/ფაქსი: (+99532) 37-89-09
მობილური: 597 58-84-85
E-mail: asset.ge@mail.ru
asset.ge@yahoo.com

პროგრამში მონაწილეობის განაცხადი