“საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი” არის არასამთავრობო, პროფესიული გაერთიანება, რომელიც დაფუძნდა 1999 წელს.

“სქშეი” პირველი ქართული ორგანიზაციაა რომელიც 2003 წელს გაწევრიანდა ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში (IVSC). IVSC-ს აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ეროვნულ გაერთიანებას (ინსტიტუტს), მისი უმთავრესი ამოცანაა სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სტანდარტების ურთიერთშეთანხმება და შეფასების სტანდარტების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მისაღები და ეფექტური იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ყველა ქვეყნისათვის.

“სქშეი”-ს მიზანია საქართველოში საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ფორმირება, შემფასებელთა მომზადება და სერტიფიცირება, შემფასებლის პროფესიის დამოუკიდებელ პროფესიად ჩამოყალიბებისა და საზოგადოებრივი აღიარებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, საქართველოს ქონების ბაზრის კვალიფიციური შემფასებლებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საშემფასებლო მომსახურებით უზრუნველყოფა.